ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვესაჩივრებინა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარი. ჩვენი სტრატეგია ეფუძნებოდა შემდეგს:
დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება: ვამტკიცებდით, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება სათანადოდ არ იყო დასაბუთებული და არ ითვალისწინებდა საქმის ყველა გარემოებას;
პროპორციულობის პრინციპი: ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას, მნიშვნელოვანი ზიანი არ უნდა მიაყენოს პირის კანონიერ უფლებებს, რაც აღემატება ასეთი გადაწყვეტილებით მიღწეულ საზოგადოებრივ ინტერესს;
ნეგატიური ინფორმაციის არარსებობა: სასამართლომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, მასში ვერ აღმოაჩინა ფაქტები, რომლებიც მიუთითებდა იმაზე, რომ ჩვენი კლიენტი საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს უსაფრთხოებისთვის.
საქმის მიმდინარეობა:
27 თებერვალი, 2023 წ: ოლგა. მ-მ ითხოვა შრომითი ბინადრობის ნებართვა;
22 მარტი, 2023 წ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოამზადა დასკვნა ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ;
24 ივლისი 2023 წ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უარი თქვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე;
30 ნოემბერი 2023 წ: თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი.